ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოთიმია – დათრგუნული განწყობილება, რომელსაც თან ახლავს მოძრაობითი და ფსიქიკური აქტივობის შემცირება. გამოხატულ ჰიპოთიმიას უწოდებენ დეპრესიას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
შიშები ღამის – (pavor nocturnus)გამოხატული შიშისა და მოძრაობითი მოუსვენრობის მდგომარეობა, რომელიც აღენიშნებათ ბავშვებს ღამის ძილის დროს. ხშირად მას თან ახლავს სომნაბულიზმი და აღქმის დარღვევა. ღამის შიშები დაკავშირებულია ფსიქოგენურ – ნევროზულ, მათ შორის ისტერიულ დარღვევებთან, იშვიათად კი წარმოადგენს ნევროზისმაგვარ დაზიანებას სომატური დაავადებების, თავის ტვინის დაზიანების, შიზოფრენიის დროს. განმეორებადი შიშები კი შესაძლოა იყოს საფეთქლისმიერი ეპილეფსიის ერთ –
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფუგა – (ლათ. fuga – სირბილი) ფსიქიატრიაში – უეცარი და ხანმოკლე მოძრაობითი აგზნება ელემენტარული მოძრაობისა და მოქმედების ფორმით, რომელიც მიმდინარეობს გონების დაბინდვით. სიმპტომია ეპილეფსიის, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებისა და სხვ. დაავადებების. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქიკური შოკი – რეაქტიული ფსიქოზი, რომელიც წარმოიქმნება სიცოცხლისათვის საშიში გარემოებების და სიტუაციების უეცრად წარმოქმნისას, რომელიც იწვევს შიშის მკვეთრი ეფექტის წარმოქმნას. ვლინდება მწვავე ფსიქოგენური სტუპორის ფორმით, სრული უმოძრაობითა და მუტიზმით, ან ქაოსური, უაზრო მოძრაობითი აგზნებით. ორივე ფორმა მიმდინარეობს გონების დაბინდვით, ვეგეტატიური დარღვევებით (ტაქიკარდია, კანის საფარველის სიფერმკრთალე, პროფუზული ოფლიანობა