Tag Archives: მოძრაობ

პარაკინეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარაკინეზი – ჰიპერკინეზის ვარიანტი, რომელიც ხასათდება რთული უნებლიე კოორდინირებული მოძრაობებით, რომლებიც გარეგნულად მიზანმიმართულს ჰგვანან. აღინიშნება თავის ტვინის შუბლის წილების დაზიანების დროს, არც თუ იშვიათად შეცვლილი ცნობიერების ფონზე. აღენიშნებათ აგრეთვე ქორეით დაავადებულებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

მხრის მოტეხილობა (ახალშობილებში)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მხრის მოტეხილობა (ახალშობილებში) – წარმოადგენს სამეანო ხერხის შედეგს ნაყოფის ფეხით ან მენჯით წინმდებარეობის დროს. გვხვდება დიაფიზური მოტეხილობები, მხრის ძვლის პროქსიმალური და დისტალური ბოლოების მეტაეპიფიზეოლიზები. დიაფიზური მოტეხილობის დროს აღინიშნება შეშუპება, დეფორმაცია, პათოლოგიური მოძრაობა და ნატეხების კრეპიტაცია, ძლიერი მტკივნეულობა და დამოუკიდებელი მოძრაობის შეუძლებლობა. ეპიფიზეოლიზის დროს დამახასიათებელია მხრის ან იდაყვის

Read More