Tag Archives: მოწყვეტით

ონეიროიდული სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ონეიროიდული სინდრომი – 1. (syndromum oneiroideum; სინ.: ონეიროიდი) გონების დაბინდვა უნებლიეთ წარმოქმნილი ფანტასტიკური ბოდვითი და სიზმრისეული წარმოდგენების მოზღვავებით, რომელთაც აქვთ დამთავრებული სურათის სახე, აქვთ გარკვეული თანამიმდევრობა და ქმნიან ერთ მთლიანს; მიმდინარეობს გარემოდან სრული ან ნაწილობრივი მოწყვეტით, თვითშეგნების დარღვევით, დეპრესიული ან მანიაკური აფექტით, კატატონიის ნიშნებით, გონებაში განცდილის შინაარსის

Read More

ნოსტალგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნოსტალგია – (nostalgia; ბერძ. nostos დაბრუნება + algos ტკივილი, ტანჯვა) ფსიქიატრიაში – რეაქტიული მდგომარეობის ფორმა, რომელიც განპირობებულია სამშობლოდან ხანგრძლივი მოწყვეტით და ვლინდება უმთავრესად დეპრესიული სინდრომით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

მეტაფიზიკური ინტოქსიკაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეტაფიზიკური ინტოქსიკაცია – ფსიქიკური დარღვევა, რომელიც გამოხატება არაადეკვატური მისწრაფებით გლობალური აბსტრაქტული პრობლემების გადაწყვეტისადმი (სიცოცხლის აზრის, მუდმივობის და ა. შ.) და ამავე დროს რეალობისაგან, პრაქტიკული საქმიანობისაგან მოწყვეტით. ამასთან ავადმყოფების მსჯელობა მოკლებულია სიღრმეს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ექსტაზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ექსტაზი – (ბერძ. ekstasis – აღტაცება) ფსიქიატრიაში – აფექტური დარღვევა ზედმეტი აღტაცების, აღფრთოვანების სახით. ხშირად ატარებს რელიგიურ ხასიათს; მიმდინარეობს გარემომცველი სამყაროსაგან კონტაქტის მოწყვეტით, ცნობიერების ცვლილებით. დამახასიათებელია შიზოფრენიის ზოგიერი ფორმისათვის, ისტერიისათვის, ზოგიერთი ტოქსიკომანიისათვის. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

დისტორსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დისტორსია – (ლათ. Distorsio – გამრუდება) სახსრების იოგოვანი აპარატის გაჭიმვა იოგების ჩახევებითა და მოწყვეტით, ზოგჯერ სინოვიური გარსების გაგლეჯვით, რის შედეგადაც ვითარდება მოცემული სახსრისათვის უჩვეული მოძრაობა ან ჩვეულებრივი მოძრაობა ზომაზე მეტი მოცულობით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა