Tag Archives: მჟავას

ლიზერგინის მჟავა

ლიზერგინის მჟავა – რთული აგებულების ორგანული მჟავა. შეიცავს ინდოლის ნაშთს. ლიზერგინის მჟავას დიეთილამიდი – ლსდ – ჰალუცინოგენია. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

ლეიკოტრიენები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლეიკოტრიენები – შენაერთები, რომლებიც წარმოიქმნებიან არაქიდონის მჟავიდან ლიპოოქსიგენაზის (არაქიდონის მჟავას მეტაბოლიტები) მონაწილეობით, გამოიყოფიან ლეიკოციტებით, ღრუბლისებრი უჯრედებით და სხვ.; ლეიკოტრიენების დაკავშირება ნეიტროფილებთან აძლიერებს ნეიტროფილების აგრეგაციას, ახდენს ლიზოსომური ფერმენტების გამოყოფის ინდუცირებასა და სხვ.; ზოგიერთი ლეიკოტრიენი, თავისი თვისებებით ანლოგიურია ანაფილაქსიის ნელა მორეაგირე სუბსტანციისა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More