Tag Archives: მჟავას

ტრიპტოფანი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრიპტოფანი – ჰეტეროციკლური ამინომჟავა. შედის გამა – გლობულინების, კაზეინისა და სხვ. ცილების შემადგენლობაში. უჯრედების მიერ გამოიყენება ნიკოტინის მჟავას და სეროტონინის სინთეზში. ლპობითი პროცესების დროს ნაწლავებში ტრიპტოფანისაგან წარმოიქმნება სკატოლი და ინდოლი. წარმოადგენს შეუცვლელ ამინომაჟავას. ტრიპტოფანის ცვლის დარღვევა ადამიანში იწვევს მძიმე დაავადებებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

ტოგავირუსები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტოგავირუსები – (Togaviridae)ვირუსთა ოჯახი, რომელიც მიეკუთვნება არბოვირუსების ეკოლოგიურ ჯგუფს; შეიცავს ერთჯაჭვიან რიბონუკლეინის მჟავას და ნუკლეოკაპსიდს, გარშემორტყმულია ლიპოპროტეიდული გარსით; მათ მიეკუთვნება ადამიანის მრავალი არბოვირუსული დაავადებების გამომწვევები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა