Tag Archives: მსუბუქ

პარაყივანახველა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარაყივანახველა – 1. მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს პარაყივანახველის ჩხირი; ჰგავს ყივანახველის მსუბუქ ფორმას. ავადდებიან უპირატესად ბავშვები 2 – დან 5 წლამდე. ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ შეადგენს 10 – 11 დღეს. დაავადება მიმდინარეობს ცხელების გარეშე, ხველით, რომელმაც შესაძლებელია მიიღოს კრუნჩხვითი, ყივანახველისებრი ხასიათი. გართულებები (პნევმონიები) შედარებით იშვიათია, მიდინარეობა კეთილვისებიანია.

Read More

ოტჰემატომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოტჰემატომა – 1. სისხლჩაქცევა ყურის ნიჟარის გარეთა ზედაპირის მიდამოში (მის ზედა მესამედში) ხრტილსა და ხრტილსაზრდელას შორის, ზოგჯერ კი კანსა და ხრტილს შორის. მიზეზები: ყურის ნიჟარის ტრავმა (მოჭიდავეებში, მოკრივეებში); ხანში შესულ და დასუსტებულ ავადმყოფებში შესაძლოა განვითარდებ სპონტანურად ან მაგარ ბალიშზე ხანგრძლივი ზეწოლისას. სიმპტომები. მოლურჯო – რუხი ფერის, ნახევარსფეროსებური

Read More