Tag Archives: მტევნების

ჭეშმარიტი ეგზემა

ჭეშმარიტი ეგზემა – (კანისა და ვენ. დაავ.) ყველაზე ხშირი ლოკალიზაცია – მტევნების უკანა ზედაპირი და სახე. მწვავე პერიოდი გამოირჩევა ერითემატოზულ ფონზე მიკროვეზიკულების გამონაყრით. მათი გახსნის შემდეგ წარმოიქმნება წერტილოვანი ეროზიები (,,სეროზული ჭები’’), რომლებიც წვეთების სახით გამოყოფენ სეროზულ ექსუდატს. ანთებითი მოვლენების ჩაცხრომის პარალელურად ბუშტუკების რაოდენობა მცირდება, მათი ნაწილი შრება ქერქების წარმოქმნით, ხოლო დაზიანებულ უბნებზე ჩნდება წვრილი ქატოსებური

Read More

ფრიტცშე – კლებსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრიტცშე – კლებსის სინდრომი – ძირითადი ნიშანია აკრომეგალია. დაავადებას საფუძვლად უდევს ჰიპოფიზის მიერ სომატოტროპული ჰორმონის ჭარბი პროდუქცია ჰიპოფიზის წინა ნაწილის ჰიპერპლაზიის ან ადენომის  ნიადაგზე. დამახასიათებელია ხელის მტევნების, ფეხის ტერფების, ცხვირის, ტუჩების, ქვედა ყბის და შინაგანი ორგანოების გადიდება. თუ დაავადება განვითარდა ზრდის დასრულებამდე, ვითარდება გიგანტიზმი. შესაძლოა სხვა ჰორმონული

Read More

რუბრომიკოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რუბრომიკოზი – (კანისა და ვენ. დაავ.) დაავადება, რომლის გამომწვევია წითელი ტრიქოფიტონ – ის სოკოები. დაზიანებამ შესაძლოა მოიცვას ფეხის და ხელის ფრჩხილები, აგრეთვე სხეულის, კიდურების, სახის კანი. სიმპტომები. ფეხის და ხელისგულებზე კანი მცირეოდენ ჰიპერემიულია, რქოვანა გარსი შესქელებულია, აქერცვლას გააჩნია რგოლისებური, ფირფიტისებური, ღარებში – მუკოიდური ხასიათი. ეპიდერმოფიტიისგან განსხვავებით ზიანდება

Read More

რეინოს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეინოს სინდრომი – 1. მტევნების და ტერფების არტერიული სისხლმომარაგების შეტევისმაგვარი დარღვევა, რომელიც ხშირად ვითარდება სიცივის ზეგავლენით. ამასთან ავადმყოფი უჩივის ხელის თითების დაბუჟებას, შეცივებას, რომლებიც ხდებიან ფერმკრთალი, ციანოზური და ცივი. ზიანდება უპირატესად III – V თითები, იშვიათად სხეულის სხვა ნაწილები (ცხვირი, ნიკაპი). დაავადების მოგვიანებით სტადიაში ვითარდება წყლულები თითის

Read More

პროფესიონალური ეგზემა

პროფესიონალური ეგზემა – (კანისა და ვენ. დაავ.) ვითარდება სხვადასხვა გამაღიზიანებლების მიმართ (ქიმიური, ფიზიკური, მექანიკური) კანის სენსიბილიზაციის შედეგად. უპირატესად ლოკალიზებულია მტევნების უკანა ზედაპირებზე, წინამხრებზე, სახეზე და კისერზე. ჭეშმარიტი ეგზემისგან განსხვავებით გამოირჩევა ნაკლებად გამოხატული პოლიმორფიზმით, გამწვავებების არარსებობითა და შესაბამისი გამაღიზიანებლის მოცილების შემდეგ, სწრაფი გამოჯანმრთელებით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი