Tag Archives: მტვრევადობით

სტეინტოპ – კაპდეპონის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტეინტოპ – კაპდეპონის სინდრომი – (Ch. W. Stainton; ამერიკ.სტომატოლოგი; B. Capdepont; ფრანგი სტომატოლოგი; სინ.: odontogenesis imperfecta) კბილის ქსოვილთა განვითარებისა და აგებულების გენეტიკურად განპირობებული მანკი, რომელიც ხასიათდება კბილის გვირგვინების ფერის ცვლილებით, ფესვების მომატებული მტვრევადობით, კბილების ღრუების ადრეული ობლიტერაციით და პულპის ელექტროაგზნებადობის დაქვეითებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო

Read More

როსკამის ანგიიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი როსკამის ანგიიტი – (J. Roskarn,  ბელგ. ჰემატოლოგი; სინ. ანგიიტი ალერგიული დისემინირებული) კანისა და ლორწოვანი გარსების ვასკულიტის ფორმა, რომელსაც თან ახლავს სპონტანური სისხლჩაქცევები და სისხლდენები (მაგ. ცხვირიდან), განპირობებული კაპილარების კონსტიტუციური მტვრევადობით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ოსტეოფსატიროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეოფსატიროზი – ჩონჩხის მემკვიდრეობითი სისტემური დაავადება, რომელიც განპირობებულია I ტიპის კოლაგენის წარმოქმნის დარღვევით. ხასიათდება ძვლების პათოლოგიური მტვრევადობით. მიმდინარეობს ხერხემლისა და კიდურების გამრუდებით ძვლების მრავლობითი მოტეხილობების შედეგად; ხშირად სკლერების მოცისფრო შეფერვით, კბილების განვითარების ანომალიებით, სმენის დაქვეითებით. მკურნალობა სიმპტომატურია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More

ოსტეოგენეზი არასრულყოფილი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეოგენეზი არასრულყოფილი – (osteogenesis imperfecta; ბერძ. Osteon ძვალი + genesis წარმოშობა; სინ.: პერიოსტალური დისტროფია, მუცელშიგა რაქიტი, ოსტეოფსატიროზი, ვროლიკის დაავადება, ლობშტეინის დაავადება)მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც მიმდინარეობს ძვლის წარმოქმნის პროცესის დარღვევით და ვლინდება გენერალიზებული ოსტეოპოროზით, ძვლების გარბილებითა და მომატებული მტვრევადობით. პათოლოგიური პროცესის სიმძიმის, კლინიკური ნიშნების გამოვლენის მიხედვით გამოყოფენ ორ ფორმას:

Read More

ვან – დერ – ჰუვეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ვან – დერ – ჰუვეს სინდრომი – (J. Van der Hoeve, ჰოლანდიელი ოფთალმოლოგი) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება სკლერების ცისფერი შეფერვით, სიყრუითა და ძვლების პათოლოგიური მტვრევადობით. დაავადებას საფუძვლად უდევს შემაერთებელი ქსოვილის მემკვიდრულად განპირობებული დაზიანება: კოლაგენური და ელასტიკური ბოჭკოების ცვლილებები. განსაკუთრებით ხშირი კლინიკური სიმპტომია სკლერების მორუხო შეფერვა, რომელიც ვლინდება

Read More