Tag Archives: მუდმივობას

წყალ – მარილოვანი ცვლა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი … წყალ – მარილოვანი ცვლა – ორგანიზმში წყლისა და მარილების (ელექტროლიტების) შესვლის, მათი შინაგან გარემოში განაწილებისა და გამოყოფის პროცესების ერთობლიობა. წყალ – მარილოვანი რეგულაციის სისტემები უზრუნველყოფენ გახსნილი ნაწილაკების, იონური შემადგენლობისა და მჟავა – ტუტოვანი წონასწორობის მუდმივობას, ასევე ორგანიზმის სითხეების მოცულობასა და თვისებრივ შემადგენლობას. გაფრთხილება!  

ციტოტოქსიკური T – ლიმფოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოტოქსიკური T – ლიმფოციტები – (T – lymphocyti cytotoxici) – ლიმფოციტები, რომელთა პროლიფერაცია და დიფერენცირება ეფექ­ტორულ უჯრედებად მიმდინარეობს პერიფერიულ სისხლმბად ორგა­ნოებში ანტიგენის მოქმედების საპასუხოდ. უზრუნველყოფენ ორგანიზ­მის შიგა გარემოს გენეტიკურ მუდმივობას – შლიან უცხო უჯრედებს უშუალოდ (ცვლიან მათი ციტოლემის შეღწევადობას) ან ლიმფო­კინების – მედიატორების გამოყოფის მეშვეობით. (ც. გაჩეჩილაძე,

Read More

სისხლის პლაზმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლის პლაზმა – სისხლის თხიერი ნაწილი, რომელშიც შეწონილ მდგომარეობაშია იმყოფება სისხლის ფორმიანი ელემენტები. მის შემადგენლობაში შედის ცილები, ნახშირწყლები, ლიპიდები, ელექტროლიტები, ჰორმონები, ვიტამინები, გახსნილი აირები და ნივთიერებათა ცვლის შუალედი პროდუქტები. სისხლის პლაზმის ცილები, რომელთა რაოდენობა 7 – 8% შეადგენს, მონაწილეობენ წყლის ცვლაში, ჰორმონების ვიტამინების, ცხიმების ტრანსპორტში, სისხლის შედედების

Read More