Tag Archives: მშობიარობა

გადაჭარბებული სამშობიარო მოქმედება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გადაჭარბებული სამშობიარო მოქმედება – განპირობებულია საშვილოსნოს ჰიპერტონუსით და კლინიკურად გამოიხატება ხშირი ჭინთვებით, მათ შორის ინტერვალების შემოკლებით. მშობიარობა მთავრდება საკმაოდ სწრაფად (ელვისებურად), ამასთან ვითარდება საშვილოსნო – პლაცენტის სისხლმიმოქცევის დარღვევები და ნაყოფის ჰიპოქსია. ხშირად ბავშვი იბადება ქალაშიდა სამშობიარო ტრავმით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More

არომორფოზი

არომორფოზი – იგივეა, რაც აროგენეზი. იგი წარმოადგენს ევოლუციური პროგრესის მთავარ გზას, რომელიც ორგანიზმის მკვეთრი, ადაპტური ბუნების მქონე გარდაქმნების შედეგად მიმდინარეობს. ამ დროს იზრდება ორგანიზმის ორგანიზაცია, გარემო პირობებისადმი შეგუება, კონკურენტუნარიანობა და გავრცელების არეალი. არომორფოზის მაგალითია გულის ოთხსაკნიანობის წარმოქმნა – ხერხემლიანებისათვის, ცოცხალმშობიარობა – ძუძუმწოვრებში და მრავალი სხვა. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

Read More