Tag Archives: მცენარეული

ქლოროპლასტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქლოროპლასტები – (chloroplasti ბერძნ.chloros  –  მწვანე და იხ.პლასტიდები)  მცენარეული  უჯრედების პლასტიდები, რომლებიც შეიცავენ ქლოროფილების მწვანე პიგმენტს, რაც განაპირობებს ნახშირწყლების დაგროვებას ფოტოსინთეზის პროცესში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

უჯრედული თეორია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედული თეორია – უმნიშვნელოვანესი ფართო ბიოლოგიური განზოგადება, რომელიც შეიცავს შემდეგ ძირითად დებულებებს: 1. უჯრედი ელემენტარული სტრუქტურული და ფუნქციური ერთეულია, რომელიც ქმნის ყველა მცენარეული და ცხოველური ორგანიზმის აგებულებისა და განვითარების საფუძველს; 2. ყველა სხვა ცოცხალ ორგანიზმს ახასიათებს უჯრედების განვითარების საერთო პრინციპი –  უჯრედების წარმოქმნის პრინციპი მათი მემკვიდრეობითი გაყოფით;

Read More