Tag Archives: მცირე

მცირე სასქესო ბაგეების სინექიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მცირე სასქესო ბაგეების სინექიები – (გინეკ.) (მცირე სასქესო ბაგეების მიწებება), ან ბავშვებში მწებავი ვულვიტი. ვითარდება ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად. პერიოდულად ავადმყოფები უჩივიან შარდვის შენელებას, ხშირად მისი აღმოჩენა ხდება შემთხვევით, პროფილაქტიკური გასინჯვის დროს. მისი თვითნებურად განკურნება ხდება სქესობრივი მომწიფების დადგომისთანავე. უხეში შეხორცებითი პროცესის არსებობის შემთხვევაში ნაჩვენებია ოპერაციული ჩარევა.

Read More

მცირე ლიმფოციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მცირე ლიმფოციტი – (lymphocytus parvus ლათ. parvus – მცირე) სისხლის ყველა ლიმფოციტის უმეტესი ნაწილი, დიამეტრი 7 მკმ – მდეა. არჩევენ ნათელ (70 – 75%) და მუქ (12 – 13%) ლიმფოციტებს, რომლებიც ორგანელების სხვადასხვა შემცველობით განსხვავდებიან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More