Tag Archives: მწვავე

ოპტიკომიელიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოპტიკომიელიტი – მხედველობის ნერვის ორმხრივი ნევრიტის შერწყმა ზურგის ტვინის დაზიანებასთან, რომლებიც შესაძლოა წარმოიქმნან ერთდროულად ან ნებისმიერი თანამიმდევრობით, რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე ინტერვალით. შესაძლებელია იყოს მწვავე ენცეფალომიელიტის ან გაფანტული სკლეროზის კლინიკური ვარიანტი ან დამოუკიდებელი დემიელინიზირებადი დაავადება (დევიკის დაავადება) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More

ოკულოგირული კრიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოკულოგირული კრიზი – (ლათ. oculos – თვალი, ბერძ. – gyros – წრე) მხედველობის ტონური კრუნჩხვა თვალის კაკლების უეცარი სპონტანური განზიდვით ზემოთ და მათი ფიქსაციით ამ მდგომრეობაში რამდენიმე წამის, წუთის (იშვიათად საათის) განმავლობაში. წარმოადგენს პოსტენცეფალური პარკინსონიზმის, ნეიროლეპტიკებზე მწვავე დისტონური რეაქციის, ტიკების შესაძლო სიმპტომს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More