Tag Archives: მხედველობითი

ჰიპერტონიული ანგიორეტინოპთია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპერტონიული ანგიორეტინოპთია – (თვალის დაავ.) – ჰიპერტონიული დაავადების დროს ბადურასა და მისი სისხლძარღვების პათოლოგიური მდგომარეობა. სიმპტომები. დაავადების საწყის სტადიებში ჩივილები არ არის, მოგვიანებით ვლინდება მუქი ლაქები თვალების წინ, მხედველობის გაუარესება. ოფთალმოსკოპიით მოჩანს რეტინული არტერიების შევიწროება, დაკლაკნილობა, ვენაში მასზე არტერიის გადაკეცვის ადგილას სისხლის სვეტის დამახასიათებელი შეწყვეტები (ჯვარედინი სიმპტომი),

Read More

შარლ ბონეს ჰალუცინოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარლ ბონეს ჰალუცინოზი – ჰალუცინოზი, რომელიც ვლინდება უპირატესად მხედველობითი ჰალუცინაციებით, ჩვეულებრივ ადამიანების, ცხოველების, საგნების რეალური გამოსახულებით. მიმდინარეობს ნათელი ცნობიერებისა და შენახული კრიტიკის  ფონზე, რის გამოც ავადმყოფები ასხვავებენ მოჩვენებასა და რეალობას. როგორც წესი, ვითარდება მოხუცებულებში დაქვეითებული მხედველობით. აღწერილია აგრეთვე სმენითი ვარიანტიც – სმენითი ჰალუცინაციები დაქვეითებული სმენის მქონე პირებში.

Read More

უჯრედი – ჩხირები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედი – ჩხირები – (bacillocyti) თვალის ბადურაში სინათლისადმი მგრძნობიარე მხედველობითი უჯრედები (უჯრედი ნეიროსენსორული ჩხირისებრი – epitheliocytus neurosensorum bacillifer), რომელთა პერიფერიულ მორჩს (processus bacillifer) აქვს გრძელი ჩხირის ფორმა. მასში არჩევენ გარეთა და შიგნითა სეგმენტებს, ანუ ნაწევრებს. გა­რეთა ნახევარში განივად განლაგდება ერთმანეთის პარალელურად მდებარე მრავალრიცხოვანი მემბრანები. გარეთა სეგმენტის ერთ

Read More

უჯრედი – კოლბები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედი – კოლბები – თვალის ბადურას სინათლისადმი მგრძნო­ბიარე მხედველობითი უჯრედები (კოლბიანი მხედველობის უჯრედები – cellulae opticae coniferae), რომელთა პერიფერიულ მორჩს კოლბის ფორმა აქვს. ამ მორჩის შემადგენლობაში არჩევენ გარეთა გრძელ სეგმენტს (segmentum coni externum), ანუ ნაწევარს. გარეთა ნაწევარში პარალელურად მდებარე მემბრანების – ციტოპლაზმური მემბრანის წარმონაქმნთა სისტემაა. შიგნითა ნაწევარში

Read More

ტეიქოფსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტეიქოფსია – მხედველობითი შეგრძნება მოძრავი მნათი გარდამტეხი ხაზების, ზიგზაგების სახით; მხედველობითი აურის  ერთ – ერთი ვარიანტი შაკიკის შეტევის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა