Tag Archives: ნათაძე

მაკროგლია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მაკროგლია – ექტოგლია (მაკრო… და ბერძნ. glia – წებო) ნეიროგლიის ნაწილი, რომელიც მოიცავს ასტროგლიას, ოლიგოდენდროგლიას, და ეპენდიმის უჯრედებს. მაკროგლიასა და ნეირონებს საერთო წარმოშობა აქვთ. უმთავრესად ტროფიკულ, დაცვით და საყრდენ ფუნქციას ასრულებს. მაკროგლიის, სახელდობრ ოლიგოდენდროგლიის, უჯრედების ნაწილი (ლემოციტები ანუ შვანის უჯრედები) ნერვული ბოჭკოების გარსებს ქმნის. ლ. ნათაძე. [“1”]

Read More

ლიმფური გულები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიმფური გულები – ლიმფური სადინარების გაფართოებული უბნები ვენებთან მისი შერთვის ადგილებზე. ლიმფური გულების კედელი შედგება 3 შრისაგან (ენდოთელიუმი, განივზოლიანი კუნთები და შემაერთებელი ქსოვილი), აქვს პულსაციის უნარი, რაც აძლიერებს ვენებში ლიმფის ჩადენას. ვენებისაგან ლიმფური გულები გამოყოფილია სარქვლებით. ლიმფური გულები აქვთ მრგვალპირიანებს, თევზებს, ამფიბიებს, ქვეწარმავლებს, ფრინველების ემბრიონებს (ზოგ ფრინველს

Read More