Tag Archives: ნაკრ

სასქესო უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სასქესო უჯრედები – (cellulae sexuales)   უჯრედები, რომლებიც წარმოიქმნებიან სასქესო ჯირკვლების (სპერმატოზოიდებისა და კვერ­ცხ უჯრედების) ეპითელიუმის განვითარების პროცესში. ისინი სპეციალ­დებიან ორგანიზმთა კვლავწარმოსაქმნელად. განაყოფიერების დროს მამრობითი და მდედრობითი სასქესო  უჯრედები წარმოქმნიან ზიგოტას , რომლისგანაც ახალი ორგანიზმი ვითარდება. სასქესო უჯრე­დებთანაა დაკავშირებული მემკვიდრეობითი ინფორმაციის გადაცემა მშობლებიდან შთამომავლობაზე. მომწიფებულ სასქესო უჯრედებს აქვს

Read More

რედუქციული გაყოფა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რედუქციული გაყოფა – (fissio reductionalis ლათ.reducere  –  შემცირება)   პირველი რიგის ოოციტებისა და სპერმატოციტების მომ­წიფების პირველი გაყოფა (მეიოზური გაყოფა), რომლის შედეგად ქრომოსომების რიცხვი ორჯერ მცირდება (ქრომოსომების რედუქცია). რედუქციული გაყოფის შემდეგ წარმოქმნილი მეორე რიგის სპერმა­ტოციტებსა და ოოციტებს აქვს არა დიპლოიდური, არამედ ჰაპლოი­დური ქრომოსომების ნაკრები (იხ.მეიოზი). ტერმინი შემოიღო ვეისმანმა (1887).

Read More