Tag Archives: ნაპრალი

ქუთუთოს გადმობრუნება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქუთუთოს გადმობრუნება – ეტიოლოგია, პათოგენეზი. ნაწიბუროვანი გადმობრუნება წარმოიქმნება ქუთუთოს კანის გაჭიმვით ჭრილობის, დამწვრობის, სისტემური წითელი მგლურას და სხვა პათოლოგიური პროცესების შდეგად. სპასტიკური გადმობრუნება წარმოიქმნება თვალის მრგვალი კუნთის ორბიტალური ნაწილის შეკუმშვის შედეგად. მოხუცებულობითი გადმობრუნება  –  შედეგია ამ კუნთის სისუსტისა. პარალიზური დამბლა აღინიშნება მხოლოდ ქვედა ქუთუთოზე და წარმოიქმნება სახის

Read More

უკანა ხვრელის ნაპრალი

უკანა ხვრელის ნაპრალი – (ქირურგ.) – უვითარდებათ იმ პირებს, რომელთაც აწუხებთ ქრონიკული შეკრულობები, რაც განპირობებულია დეფეკაციის დროს, მკვრივი საკვების ან წვრილი უცხო სხეულების გასვლის დროს, ზედმეტად გაჭინთვით. არსებობს მწვავე და ქრონიკული. სიმპტომები, მკურნალობა. ტკივილები დეფეკაციის დროს და მის შემდეგ მცირე ხანს. გასინჯვით და თითით რექტალური გამოკვლევით ვლინდება სფინქტერის სპაზმი, ლორწოვანი გარსის, პატარა ზომის, ზოლისებრი დეფექტი

Read More

სინაფსური ნაპრალი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინაფსური ნაპრალი – (fissura synaptica) სივრცე სინაპსის პრე –  და პოსტსინაპსურ პოლუსებს შორის. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

მგლის ხახა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მგლის ხახა – 1. იხმარება ბრჭყალებში ”მგლის ხახა” (palatum schisum – გახლეჩილი სასა, სასის ნაპრალი) სასის განვითარების მანკი. იგი ხშირად კომბინირებულია გახლეჩილ ტუჩთან ე.წ.„კურდღლის ტუჩთან“ (schistochilia – გახლეჩილი ტუჩი) – ზედა ტუჩის შეუხორცებლობასთან (განვითარების მანკი). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More

მაკროსტომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მაკროსტომია – განვითარების თანდაყოლილი მანკი: ზედმეტად ფართო პირის ნაპრალი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა