Tag Archives: ნაპრალ

შვარც – ჯამპელის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შვარც – ჯამპელის სინდრომი – იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომლის დროსაც აღინიშნება ჩონჩხის მრავლობითი ანომალიებისა და ნერვ – კუნთოვანი აგზნების დარღვევების კომბინაცია. დაავადება ვლინდება სიცოცხლის პირველ წელს კუნთოვანი ტონუსის მომატებით, რომლის ფონზეც შესაძლებელია წარმოიქმნას გარკვეული ჯგუფის კუნთების სპაზმი მოძრაობის დაწყების მცდელობისას, დასვენების შემდეგ ან დაკაკუნებისას. დამახასიათებელია ტანდაბლობა, სახსრების

Read More

მგლის ხახა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მგლის ხახა – 1. იხმარება ბრჭყალებში ”მგლის ხახა” (palatum schisum – გახლეჩილი სასა, სასის ნაპრალი) სასის განვითარების მანკი. იგი ხშირად კომბინირებულია გახლეჩილ ტუჩთან ე.წ.„კურდღლის ტუჩთან“ (schistochilia – გახლეჩილი ტუჩი) – ზედა ტუჩის შეუხორცებლობასთან (განვითარების მანკი). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More

დელრიმპლის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დელრიმპლის სიმპტომი – თვალის ზედმეტად ფართო ნაპრალები ზედა ქუთუთოს რეტრაქციასთან დაკავშირებით. სიმპტომი აღინიშნება თირეოტოქსიკოზის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა