Tag Archives: ნაღველი

აქოლურია

განმარტებითი ლექსიკონი აქოლურია – შარდში ნაღვლის პიგმენტების არარსებობა სიყვითლის ზოგიერთი ფორმის დროს (აქოლური სიყვითლე).  

ქოლეცისტოგასტროსტომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქოლეცისტოგასტროსტომია – (ბერძ. Chole ნაღველი + kystis ბუშტი + gaster კუჭი + stoma  პირი, ხვრელი, გასავალი) ანასტომოზის დადება ნაღვლის ბუშტსა და კუჭს შორის. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქოლეცისტექტომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქოლეცისტექტომია – (ბერძ. Chole ნაღველი + kystis ბუშტი + ektome ამოკვეთა) ქირურგიული ოპერაცია: ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა. ტარდება ქოლეცისტიტების, ასევე ნაღვლის ბუშტის ახალწარმონაქმნებისა და ტრავმების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქოლესტაზი

ქოლესტაზი – (ბერძ. chole – ნაღველი და stasis – შეგუბება)  პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ნაღვლის გადასვლის შემცირებით თორმეტგოჯა ნაწლავში მისი წარმოქმნის, ექსკრეციის და (ან) გამოყოფის დარღვევის გამო. შესაძლებელია იყოს ღვიძლგარეშე (სანაღვლე გზების კენჭებით დაცობისას) და ღვიძლშიდა (ჰეპატიტები, ქოლანგიტები), ასევე მწვავე და ქრონიკული, სიყვითლით და უსიყვითლოდ მიმდინარე. გამოვლინებები: კანის ქავილი, სიყვითლე, შეწოვის დარღვევა, ქსანთომები, სისხლის ბიოქიმიური

Read More

ქოლეგრაფია რადიოიზოტოპური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქოლეგრაფია რადიოიზოტოპური – (ბერძ. Chole ნაღველი + grapho წერა, გამოსახვა)სანაღვლე გზების რადიოიზოტოპური გამოკვლევა, რომელიც დამყარებულია ღვიძლის ფიზიოლოგიურ თვისებაზე სისხლიდან შთანთქოს და ნაღვლიდან გამოჰყოს ზოგიერთი ჰეპატოტროპული რადიოფარმაცევტული პრეპარატები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა