Tag Archives: ნახევრად

ბროუნ – სეკარის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბროუნ – სეკარის სინდრომი – ბროუნ – სეკარის ნახევარ დამბლა. ზურგის ტვინის ნახევრად დაზიანების სინდრომი – სიმპტომთკომპლექსი, რომელიც აღინიშნება ზურგის ტვინის განივი განაკვეთის ნახევრად დაზიანების დროს. დაზიანების მხარეს არის ცენტრალური დამბლა (ან პარეზი) და კუნთების პროპრიოცეპტული და ვიბრაციული მგრძნობელობის მოშლა, მოპირდაპირე მხარეს გამოვარდნილია ტემპერატურული და მტკივნეული მგრძნობელობა.

Read More

ამილოიდი

ამილოიდი – (ბერძნ. amylon – სახამებელი და eidos – სახეობა) 1. ჰემიცელულოზის მსგავსი შედგენილობის ნახშირწყალი ან სამარაგო უჯრედისი, რომელიც მცენარის ლებნებში, ზოგჯერ კი მოზარდ ვეგეტატიურ ორგანოებში გროვდება. მცენარის ამილოიდი მკვრივია, ნახევრად გამჭვირვალე. იოდით ლურჯად იღებება. ბელოვნურად მიიღება გოგირდმჟავათი უჟრედისის დამუშავებისას და აწებებს მის ბოჭკოებს. ეს საფუძვლად უძევს პერგამენტის ქაღალდის დამზადებას. 2. გლობულინების ტიპის ცილოვანი ნივთიერება,

Read More