Tag Archives: ნევროლოგი

ტურეტის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტურეტის სინდრომი – (G. G. De la Tourette, ფრანგი ნევროლოგი; სინ.: პაროქსიზმული გენერალიზებული ტიკი)ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ხასიათდება სახის, კისრის, ზედა და ქვედა კიდურების კუნთების პაროქსიზმული  ტიკებით, სასუნთქი მუსკულატურის და კუნთების  ჰიპერკინეზით, რომლებიც მონაწილეობენ მეტყველებით აქტში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა

Read More

ლისაუერის დამბლა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლისაუერის დამბლა – (Н.  Lissauer, გერმ.ნევროლოგი) პროგრესული დამბლის ატიპიური ფორმა შედარებით კეთილთვისებიანი მიმდინარეობით, პარალიზური დემენციის მცირედი გამოხატულებით და კეროვანი სიმპტომების სიჭარბით (აფაზია, აგნოზია, დამბლა, პარეზები და სხვ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ლის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლის დაავადება – (D. Leight, ინგლ. ნევროლოგი; სინ.: ქვემწვავე ნეკროზული ენცეფალომიელოპათია) ცენტრალური ნერვული სისტემის მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება თავისა და ზურგის ტვინის თეთრი ნივთიერების პროგრესული დისტროფიული დაზიანებით; მიეკუთვნება ნერვული სისტემის დემიელინიზირებად დაავადებებს. განასხვავებენ დაავადების მიმდინარეობის 2 ვარიანტს. ბავშვთა ადრეული სწრაფად მოპროგრესირე ფორმა ხასიათდება კლინიკური სიმპტომების გაჩენით ბავშვებში

Read More

იოზა – სტერლინგის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი იოზა – სტერლინგის სიმპტომი – (Joz; W. Sterling, ნევროლოგი) ქუთუთოების კანკალი, რომელიც ძლიერდება მათი მჭიდროდ დახუჭვისას; აღინიშნება მომატებული ნევრული აგზნების მქონე პირებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

დარიე – რუსის სარკოიდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დარიე – რუსის სარკოიდი – (J. Darier, ფრანგი დერმატოლოგი, G. Roussy ფრანგი პათოლოგი და ნევროლოგი) კანის იშვიათი დაზიანება; ვლინდება კანქვეშ ღრმად განლაგებული უმტკივნეულო კვანძების სახით; დაავადების მიმდინარეობა ქრონიკული, იშვიათად ქვემწვავეა. კვანძების კონსისტენცია მკვრივი, ფორმა სფეროსებრია. კვანძები განლაგებულია იზოლირებულად, ზოგჯერ კი ერწყმის ერთმანეთს; დაწყლულება არ ახასიათებს; დამახასიათებელი ლოკალიზაციაა

Read More