Tag Archives: ნევროპათოლოგი

შაია – დრეიჯერის სინდრომი

შაია – დრეიჯერის სინდრომი – (G. M. Shy, ამერიკ. ნევროპათოლოგი; G. A. Drager, ამერიკ. ნევროპათოლოგი)  ცენტრალური ნერვული სისტემის უცნობი ეტიოლოგიის დეგენერაციული დაზიანება, რომელიც ვლინდება ორთოსტატიკური არტერიული ჰიპოტენზიით, რომელიც დაავადების სხვადასხვა სტადიებზე შერწყმულია პარკინსონიზმის სიმპტომებთან, ანჰიდროზთან, მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლასთან და სხვა ნევროლოგიურ დარღვევებთან. დაავადება იშვიათად გვხვდება; აღინიშნება ორივე სქესის, 50 – 70 წლის ასაკის პირებში.

Read More

შავანის შაკიკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შავანის შაკიკი – (J. A. Chavany, ფრან. ნევროპათოლოგი)თავის მუდმივი ტკივილი, რომელიც პერიოდულად ძლიერდება, განსაკუთრებით ემოციური დაძაბულობისას, გადაღლის ან თავის ხანგრძლივი ფიქსაციისას ერთ მდგომარეობაში, რასაც თან ახლავს ვერგეტატიური დარღვევები, მოთენთილობა ან უძილობა; განპირობებულია ტვინის მაგარი გარსის ნამგლისებრი მორჩის გაკირვით (სავარაუდოდ მემკვიდრეობითი). გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More