Tag Archives: ნეიროგლიის

უჯრედი – სატელიტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედი – სატელიტები – (satellitocyti ლათ. satelles – თანამგ­ზავრი, თანამონაწილე) – 1. ნეიროგლიის უჯრედები, რომლებიც ნეირონების სხეულს გარს ეკვრიან. სინ. უჯრედები მანტიისებრი, უჯრედები ოლიგოდენდროგლიის; 2. მიობლასტის ტიპის უჯრედები, რომლებიც მოგვიანებით აღმოაჩინეს ელექტრონული მიკროსკოპის მეშვეობით განივზოლიანი ბოჭკოების სარკოლემის ქვეშ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა

Read More

სპონგიობლასტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპონგიობლასტები – (spongioblasti ბერძნ.spongios  –  ღრუბელი და blastos  –  ჩანასახი)  ნერვული ლულის შემადგენლობაში მცირედ დიფერენცირებული ჩანასახოვანი  უჯრედები, რომელთაგანაც შემდგომში ვითარდება ნეიროგლიის ყველა უჯრედოვანი ელემენტი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ნერვული ქსოვილი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნერვული ქსოვილი – ქსოვილი, რომელიც ქმნის ნერვულ სისტემას. ნერვული ქსოვილის ძირითადი სტრუქტურულ – ფუნქციური ერთეულია ნეირონი  –  რთულად დიფერენცირებული უჯრედი, რომელიც ახორციელებს მთელ ნერვულ მოქმედებას. ნეირონებთან ერთად ნერვულ ქსოვილს შეადგენენ ნეიროგლიის უჯრედები, რომლებიც უმთავრესად საყრდენ, ტროფიკულ და სხვა ფუნქციას ასრულებენ. ნერვული ქსოვილის ყველა უჯრედი ვითარდება ერთი და

Read More

ნეიროგლია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეიროგლია – (ნეირო… და glia  –  წებო), გლია, ერთობლიობა უჯრედებისა, რომლებიც ნეირონებთან ერთად შეადგენენ ნერვულ ქსოვილს. ნეიროგლიის უჯრედებით (ნეიროგლიოციტებით ანუ გლიოციტებით) ტვინში ამოვსებულია შუალედები ნეირონებსა და სისხლის კაპილარებს შორის. მათი რაოდენობა ტვინის უჯრედების საერთო რაოდენობის დაახლ. 40% – ს შეადგენს (ე. ი. დაახლ. 140 მლრდ.). ნეიროგლიის უჯრედები

Read More

მაკროგლია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მაკროგლია – ექტოგლია (მაკრო… და ბერძნ. glia – წებო) ნეიროგლიის ნაწილი, რომელიც მოიცავს ასტროგლიას, ოლიგოდენდროგლიას, და ეპენდიმის უჯრედებს. მაკროგლიასა და ნეირონებს საერთო წარმოშობა აქვთ. უმთავრესად ტროფიკულ, დაცვით და საყრდენ ფუნქციას ასრულებს. მაკროგლიის, სახელდობრ ოლიგოდენდროგლიის, უჯრედების ნაწილი (ლემოციტები ანუ შვანის უჯრედები) ნერვული ბოჭკოების გარსებს ქმნის. ლ. ნათაძე. [“1”]

Read More