Tag Archives: ნეიტროფილურ

ცთომილი უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცთომილი უჯრედები – (cellulae migrantes) უჯრედები, რომლებსაც გადაადგილების უნარი აქვთ. ეს თვისება ახასიათებს მიკროფაგებს (ნეიტროფილურ ლეიკოციტებს) და როგორც ჰემატოგენურ (ლიმფოციტები და მონოციტები), ისე ჰისტოგენურ მაკროფაგებს, რომლებიც წარმოიქმნებიან ჰისტიოციტებიდან, რეტიკულური უჯრედებიდან და ზოგიერთი ორგანოს სისხლძარღვების ენდოთელიუმის უჯრედებიდან. ჰისტიოციტების აღსანიშნავად ა.ა.მაქსიმოვმა შემოიღო ტერმინი „მოსვენებითი მაკროფაგები“ ანუ „ცთომილი უჯრედები მოსვენებით

Read More

ნეიტროფილური გრანულოციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეიტროფილური გრანულოციტი – (granulocytus neutrophilus) ლეიკოციტების ყველაზე მრავალრიცხოვანი სახე – 65 – 75 %. სუსტად ოქსიფილურ ციტოპლაზმაში შეიცავს წვრილ აზუროფილურ და ნეიტ­რო­ფილურ გრანულებს. აქვს პოლიმორფული ბირთვი და ფაგოცი­ტური აქტივობის უნარი. ბირთვის ფორმის მიხედვით არჩევენ სეგმენტ­ბირ­თვიან, ჩხირბირთვიან და აგრეთვე ახალგაზრდა გრანულოციტებს, რომლებიც პერიფერიულ სისხლში არ გვხვდება. (ც. გაჩეჩილაძე,

Read More

ეოზინოფილები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეოზინოფილები – (eosinophiliae იხ.ეოზინოფილია) სისხლის უფერო უჯრედები, რომელთა ციტოპლაზმა შეიცავს მარცვლოვანებას, რომელიც ინტენსიურად იღებება ეოზინით წითლად ან ვარდისფრად. ეო­ზინოფილები ბაზოფილურ და ნეიტროფილურ ლეიკოციტებთან ერთად­ ეკუთვნის მარცვლოვან ლეიკოციტებს, ანუ გრანულოციტებს . ისინი ვითარდებიან ძვლის წითელ ტვინში, გაივლიან რა ჰემოცი­ტობ­ლასტის, პრომიელოციტის, მიელოციტის და მეტამიელოციტის სტადიებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე.

Read More

დიუბუას აბსცესი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიუბუას აბსცესი – (P. Dubois, ფრან. გინეკოლოგი; სინ. ბედნარის ცისტა) მკედუკანა ჯირკვლის (თიმუსი) აბსცესი თანდაყოლილი სიფილისის დროს, რომელსაც აქვს ცისტის ფორმა, ამოფენილია ბრტყელი ეპითელით და შეიცავს ლიმფოციტებს, ნეიტროფილურ გრანულოციტებს, ეპითელურ უჯრედებსა და სპიროქეტებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

გრანულოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გრანულოციტები – (granulocyti ლათ.granulum – მარცვალი და ბერძნ.cytos – უჯრედი) ლეიკოციტები, რომლებიც თავის ციტოპ­ლაზმაში შეიცავენ სპეციფიკურ მარცვლოვანებას. ამ მარცვლოვანების შეფერილობის მიხედვით არჩევენ ბაზოფილურ, ნეიტროფილურ და ეოზინოფილურ ლეიკოციტებს. მარცვლოვანი ლეიკოციტების, ანუ გრანულოციტებისაგან განსხვავებით, უმარცვლო ლეიკოციტებს, ანუ აგრანულოციტებს მარცვლოვანება არა აქვს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის

Read More