განმარტებითი ლექსიკონი წინამდებარე ჯირკვლის ქვები – პროსტატაში მკვრივი, ხშირად ქვიანი სტრუქტურის მქონე პათოლოგიური წარმონაქმნი, რომელიც ვითარდება დანეკროზებული მასების, გასქელებული სეკრეტის, ანთებითი ექსუდატის გაკირების შედეგად. კლინიკური გამოვლინებები დამოკიდებულია იმაზე, თუ ჯირკვლის რომელ ნაწილშია მოთავსებული კონკრემენტი (ჯირკვლის ქსოვილში თუ სადინარში). ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება • გაფრთხილება • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი
განმარტებითი ლექსიკონი ასოს განგრენა – ასოს კანის ნეკროზი. სათესლე პარკის განგრენას წააგავს, თუმცა მისი ბაქტერიული მიკროფლორა არაერთგვაროვანია. არსებობს ასოს განგრენის პირველადი (სპონტანური) და მეორადი (გართულებული) ფორმები. პირველადი ფორმის მიზეზები უცნობია, მეორადი ფორმა არის ბალანოპოსტიტის, თრომბოფლებიტის, პარამიფოზის და სხვა დაავადებების შედეგი. ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება • გაფრთხილება • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005.
განმარტებითი ლექსიკონი სათესლე პარკის განგრენა – სათესლე პარკის კანის ნეკროზი – სათესლე პარკის კანის იშვიათი მწვავე ანთებითი დაავადებაა, რომელიც ვითარდება ანაერობული ინფექციის შეჭრისას. ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება • გაფრთხილება • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსევდოაბდომინური სიდრომი – (ბერძ. Pseudes ცრუ + ლათ. Abdominalis მუცლის; სინ.: ცრუ მწვავე მუცელი) ტერმინი, რომელიც ფართოდ გამოიყენება კლინიკურ ლიტერატურაში; აერთიანებს ორგანიზმის სხვადასხვა სისტემებისა და ორგანოების დაავადებებსა და პათოლოგიურ მდგომარეობებს, მუცლის ღრუს ორგანოთა მწვავე პათოლოგიებისათვის დამახასაითებელი სიმპტომატიკით. ფსევდოაბდომინური სიდრომით შესაძლოა მიმდინარეობდეს სასუნთქი ორგანოების (პნევმონია, პლევრიტი), გულ –