Tag Archives: ნერვულ

პანკოსტის კიბო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პანკოსტის კიბო – (Н. К. Pancoast, ამერ. რენტგენოლოგი) ფილტვის ზედა წილის კიბო, რომელიც ლოკალიზებულია სუბპლევრალურად, ჩაზრდილია მხრის სისხლძარღვოვან – ნერვულ წნულში, კისრის ქვედა მალების რკალებსა და სიმპათიკურ ღეროებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

პალიგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პალიგენეზი – (paligenesis ბერძნ.palaios – ძველი, genesis – განვითარება) ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარების დროს პროცესთა კომპლექსი, რომელიც ასახავს წინაპართა მემკვიდრეობით მიღებული აგებულების ძირიადი ნიშნების გამეორებას, რეკაპიტულაციას. პალიგენეზური ნიშნები არეკლავს ორგანიზმის ფილოგენეზურ განვითარებას, ანუ ისინი რეკაპიტულაციის ნიშნებია. პალიგენეზურ ნიშნად მიჩნეულია ემბრიონული ნერგების ღერძული კომპლექსის განლაგება. აღნიშნული კომპლექსი გასტრულაციის პროცესში

Read More