ჰისტიოციტომა
განმარტებითი ლექსიკონი ჰისტიოციტომა – სიმსივნე, რომლის შემადგენლობაში შედის უცხო ნივთიერებების და ბაქტერიების შთანთქმის უნარის მქონე მაკროფაგები და ჰისტიოციტები. .
განმარტებითი ლექსიკონი ჰისტიოციტომა – სიმსივნე, რომლის შემადგენლობაში შედის უცხო ნივთიერებების და ბაქტერიების შთანთქმის უნარის მქონე მაკროფაგები და ჰისტიოციტები. .
განმარტებითი ლექსიკონი გლიკობიოლოგია – ნახშირწყლების და ნახშირწყლოვანი ნაერთების (განსაკუთრებით გლიკოპროტეინების) ქიმიური, ბიოქიმიური შემადგელობის და სხვა ასპექტების შესწავლა.გლიკოპროტეინების შაქრის მოლეკულის აგებულების და მისი როლის ზუსტი დადგენა ძალიან მნიშვნელოვანია ახალი სამკურნალო ნივთიერების შექმნისთვის (მაგალითად, ქსოვილოვანი პლაზმინოგენური აქტივატორები, იმუნურ სისტემაზე მოქმედი პრეპარატები, ანტივირუსული სამკურნალო ნივთიერებები და რევმატოიდური ართრიტის საწინააღმდეგო საშულებები).
განმარტებითი ლექსიკონი ჰისტოტოქსიკური – ქსოვილებისთვის შხამიანი.ეს ტერმინი გამოიყენება ზოგიერთი ნივთიერების და გარემო პირობების აღსაწერად.
განმარტებითი ლექსიკონი ჰეპატოტოქსიური – ღვიძლის უჯრედების დამაზიანებელი ან დამშლელი. ზოგიერთი სამკურნალო ნივთიერების გამოყენებამ (მაგალითად, პარაცეტამოლის) შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება (განსაკუთრებით თუ ის გამოიყენება დიდ დოზებში ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში).
განმარტებითი ლექსიკონი ვაზოტომია – (უროლოგიაში) ქირურგიული ოპერაცია,რომელიც მდგომარეობს თესლგამომტანი სადინრის კედლის გაკვეთაში.ეს ოპერაცია ჩვეულებრივად ტარდება სადინრის კათეტერიზაციისთვის და აზოსპერმიის მქონე პაციენტების სადინრის მდგომარეობის რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს მასში რენტგენოკონტრასტული ნივთიერების შეყვანისთვის.