Tag Archives: ნიკაპი

გენიოპლასტიკა

განმარტებითი ლექსიკონი გენიოპლასტიკა – პლასტიკური ოპერაცია, რომელიც მდგომარეობს ნიკაპის ზომის და ფორმის შეცვლაში.ნიკაპი შეიძლება აღდგეს ძვლის ან ხრტილის ფრაგმენტის ან რომელიმე ხელოვნური მასალის საშუალებით.  

რეინოს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეინოს სინდრომი – 1. მტევნების და ტერფების არტერიული სისხლმომარაგების შეტევისმაგვარი დარღვევა, რომელიც ხშირად ვითარდება სიცივის ზეგავლენით. ამასთან ავადმყოფი უჩივის ხელის თითების დაბუჟებას, შეცივებას, რომლებიც ხდებიან ფერმკრთალი, ციანოზური და ცივი. ზიანდება უპირატესად III – V თითები, იშვიათად სხეულის სხვა ნაწილები (ცხვირი, ნიკაპი). დაავადების მოგვიანებით სტადიაში ვითარდება წყლულები თითის

Read More

პროგენია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროგენია – – 1. (სტომატ.) progenia თანკბილვის სახე, როდესაც ქვედა ყბის ფრონტალური კბილები გადაფარავენ ზედა ყბის ფრონტალურ კბილებს. 2. პროგენია – მკაფიოდ წინ გამოწეული ნიკაპი და ქვედა ყბა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა