Tag Archives: ოპერაცია

ვაზოტომია

განმარტებითი ლექსიკონი ვაზოტომია –  (უროლოგიაში) ქირურგიული ოპერაცია,რომელიც მდგომარეობს თესლგამომტანი სადინრის კედლის გაკვეთაში.ეს ოპერაცია ჩვეულებრივად ტარდება სადინრის კათეტერიზაციისთვის და აზოსპერმიის მქონე პაციენტების სადინრის მდგომარეობის რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს მასში რენტგენოკონტრასტული ნივთიერების შეყვანისთვის.

ვაგინოპლასტიკა

განმარტებითი ლექსიკონი ვაგინოპლასტიკა – პლასტიკური ოპერაცია, რომელიც მდგომარეობს  საშოს არეში ქსოვილოვანი ტრანსპლანტანტის გადანერგვაში.