Tag Archives: ორგანიზმ

ქსოვილთა დივერგენტული განვითარების თეორია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქსოვილთა დივერგენტული განვითარების თეორია – ეკუთვნის ნ.გ.ხლოპინს. მის მიხედვით, ქსოვილთა ევოლუცია მიმდინა­რეობს ისეთივე კანონზომიერებათა საფუძველზე, როგორც ორგანიზ­მისა და ორგანიზმების ევოლუციაა, ე.ი.დივერგენტულად. ქსოვილთა დივერგენტული განვითარების თეორია ქსოვილთა ბუნებრივი გენეტი­კური სისტემის საფუძველია (ნ.გ.ხლოპინი). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული

Read More

ქრომოსომთა კომპლექტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომოსომთა კომპლექტი – ქრომოსომების ერთობლიობა, რომელსაც შეიცავს ორგანიზმის თითოეული უჯრედი. სასქესო უჯრედები შეიცავენ ქრომოსომთა ჰაპლოიდურ კომპლექტს, რომელშიც თითოეული ქრომოსომა გვხვდება მხოლოდ ერთხელ; სომატური უჯრედების უდიდეს ნაწილს გააჩნიათ დიპლოიდური კომპლექტი, რომელშიც თითოეული ტიპის ორი ქრომოსომაა. ორგანიზმების თითოეულ სახეობას გააჩნია დამახასიათებელი და მუდმივი ქრომოსომთა კომპლექტი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული

Read More