Tag Archives: ორგანოებია

ფილტვ – თირკმლის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვ – თირკმლის სინდრომი – ფილტვები და თირკმლები ძალზე სიმეტრიული ორგანოებია, აქვთ მსგავსი შენება (გლომერულები და ალვეოლები კაპილარული ქსელით). რიგ შემთხვევებში ასევე აღინიშნება მსგავსი მორფოლოგიური ცვლილებები და პათოლოგიური პროცესის ერთდროული მიმდინარეობა. მაგალითად, კოლაგენური დაავადებების, ტუბერკულოზის, სოკოვანი დაავადებების და სხვათა დროს. ვინაიდან მსგავსი პათოლოგიური პროცესები დაკავშირებულია ამ ორგანოთა

Read More

უჯრედის ორგანოიდები

უჯრედის ორგანოიდები – (organoida cellulae ბერძნ.organon – ორგანო და eidos – მსგავსი) – ციტოპლაზმის დიფერენცირებული უბნები, რომლებიც მუდმივადაა ყველა უჯრედში და რომლებსაც ახასიათებს გარკვეული აგებულება და ფუნქციები. ისინი უჯრედის თავისებური „ორგანოებია“. ზოგადი მნიშვნელობის ორგანოიდებია: 1. ენდოპლაზმური ბადე და ერგასტოპლაზმა, რომლებიც ცილების სინთეზს უზრუნველყოფს; 2. მიტოქონდრიები – უჯრედის სუნთქვის ცენტრები და ენერგიის აკუმულატორები; 3. გოლჯის კომპლექსი

Read More

სისხლმბადი ორგანოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლმბადი ორგანოები – ჰემოპოეზური ორგანოები, ორგანოები, რომელთა მთავარი ფუნქციაა სისხლის უჯრედების წარმოქმნა. სისხლმბადი ორგანოებს განეკუთვნება ძვლის წითელი ტვინი, ლიმფური კვანძები, ელენთა, მკერდუკანა ჯირკვალი. მოზრდილი ძუძუმწოვრებისა და ადამიანის მთავარი სისხლმბადი ორგანოებია ძვლის წითელი ტვინი, სადაც წარმოიქმნება ერითროციტები, გრანულოციტები (ნეიტროფილები, ეოზინოფილები, ბაზოფილები), აგრანულოციტები (ლიმფოციტების ნაწილი, მონოციტები) და სისხლის ფირფიტები

Read More