ჰისტამინი – ჰისტიდინის ამინომჟავას წარმოებული. შედის არააქტიური, შეკავშირებული სახით ცხოველებისა და ადამიანის ორგანოებსა და ქსოვილებში. მნიშვნელოვანი რაოდენობით გამოთავისუფლდება ალერგიული რეაქციებისას, შოკის დროს, დამწვრობისას. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცუმბუშის სინდრომი – წითელი ბრტყელი ლიქენის ატროფიული ან სკლეროზული ფორმა. ეტიოლოგია უცნობია, წარმოადგენს დამოუკიდებელ ნოზოლოგიურ ერთეულს. სხეულის ზედა ნაწილში, ზედა კიდურებზე, სასქესო ორგანოებსა და ანუსის მიდამოში არის ერთეული ან შეჯგუფული პატარა, ბრტყელი, ფაიფურისებრივად თეთრი კვანძები, ზოგჯერ მწვერვალის ჩაღრმავებით, უფრო გვიან პერიოდში ამ ადგილში რჩება წვრილი, ატროფიული, შეჭმუხვნილად
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქსოვილოვანი სუნთქვა – ცოცხალი ორგანიზმის ორგანოებსა და ქსოვილებში მიმდინარე აერობული ჟანგვა – აღდგენითი პროცესები, რომლებიც იწვევენ სხვადასხვა ორგანული ნაერთების ჟანგვით დაშლას, ცვლის საბოლოო პროდუქტების წარმოქმნით და ენერგიის გამოთავისუფლებით, რომელსაც ორგანიზმი იყენებს ფიზიოლოგიური ფუნქციების განსახორციელებლად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქოტროპული იარაღი – (ინტ.) ადამიანის ფსიქიკაზე, ფიზიოლოგიურ ორგანოებსა და სისტემებზე მიზანმიმართული, დამანგრეველი, დისტანციური ზემოქმედების მეთოდები და საშუალებები, რომლებიც შეიძლება, ინტერნეტის გზითაც გავრცელდეს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიბრომატოზები – დისპლაზიური პროცესები შემაერთებელ ქსოვილში, რომლებიც მოკლებულნი არიან ანთებითი რეაქციების ნიშნებსა და თავისებურებებს, რომლებიც დამახასიათებელია რაიმე გარკვეული სიმსივნისათვის. თანდაყოლილი ფიბრომატოზები აღინიშნება ახალშობილებში, ჩვილ ბავშვებში, სკოლამდელებში და მოზარდებში. თანდაყოლილი გენერალიზებული ფიბრომატოზი ხასიათდება მრავლობითი კერებით კანქვეშა უჯრედისში, კუთებში, შინაგან ორგანოებსა და ძვლებში. ისინი დიდდებიან, წარმოიქმნება ახალი კვანძები. კანი