როგორ მოვემზადოთ ორსულობისთვის
ორსულობის და მშობიარობის პერიოდში ქალის ორგანიზმი კოლოსალურ დატვირთვას განიცდის. გაორმაგებული ძალით მუშაობს თირკმელები, გული, ღვიძლი, იმუნური, ნერვული, ენდოკრინული სისტემები. სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილია დაგეგმილ ჩასახვამდე, მინიმუმ 2-3 თვით ადრე ორგანიზმის მომზადება ორსულობისთვის. პირველ რიგში აუცილებელია კონსულტაციის გავლა სპეციალისტებთან – მეან-გინეკოლოგთან და თერაპევტთან. ექიმები დანიშნავენ საჭირო გამოკვლევებს და მომავალ დედას მისცემენ რეკომენდაციებს. ♥♥ ოჯახის დაგეგმვის ტესტები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე