Tag Archives: ორსულობის

საშვილოსნოსშიდა სინექიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საშვილოსნოსშიდა სინექიები – (გინეკ.) შეხორცებითი პროცესი საშვილოსნოს შიგნით. უხშირესად აღინიშნება აბორტების, განსაკუთრებით განმეორებითის, შემდეგ. ხშირად არის უშვილობის მიზეზი (ორსულობის ვადამდე მიუტანლობა). დიაგნოზი ისმევა ჰისტეროგრაფიის საფუძველზე. მკურნალობა  – ოპერაციულია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

საშვილოსნოს მილები

საშვილოსნოს მილები – (tubae uteri, salpinx; სინ.: ფალოპის მილები, კვერცხსავალები) წყვილი მილოვანი ორგანო, რომლებიც ახორციელებენ კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდების ტრანსპორტირების ფუნქციას, ქმნიან კეთილსაიმედო გარემოს განაყოფიერების პროცესისათვის, კვერცხუჯრედის განვითარებისათვის ორსულობის ადრეულ ვადებში და ჩანასახის გადადგილებისათვის საშვილოსნოში. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი