Tag Archives: პათოგენეზი

როზაცეა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი როზაცეა – დაავადება, რომელიც წარმოიქმნება საშუალო და ხანდაზმულ ასაკში (ხშირად ქალებში) და ხასიათდება სახეზე მცირე ზომის პაპულო – პუსტულოზური გამონაყრის გაჩენით, ერითემის ფონზე, ტელეანგიექტაზიებით. ეტიოლოგია დადგენილი არ არის. პათოგენეზი დაკავშირებულია სებორეასთან, ვეგეტატიურ – სისხლძარღვოვან ნევროზთან. გარკვეული მნიშვენელობა აქვს კუჭის სეკრეციის დარღვევას (ხშირად აქილია), ქალებში  –  ოვარიალურ დისფუქციას.

Read More

პრემენსტრუალური სინდრომი

პრემენსტრუალური სინდრომი – სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ვითარდება მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზაში და ვლინდება ნერვულ – ფსიქიკური, ვეგეტატიურ – სისხლძარღვოვანი და ცვლითი ენდოკრინული დარღვევებით. ეს დარღვევები ვლინდება მენსტრუაციამდე 14 – 2 დღით ადრე და ქრება მისი დადგომისთანავე, ან პირველ დღეებში. ეტიოლოგია და პათოგენეზი სრულად შესწავლილი არ არის. სინდრომისათვს დამახასიათებელია ციკლურობა; მენსტრუალური ციკლის მერე ნახევარში აღინიშნება გაღიზიანებადობა, დეპრესია,

Read More