Tag Archives: პარანაზალური

პიეტრანტონის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პიეტრანტონის სინდრომი – (L. Pietrantoni, იტალ. ოტორინოლარინგოლოგი) სამწვერა ნერვის ნევრალგია, სახის კანისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის უბნების მგრძნობელობის დაკარგვით; განპირობებულია ნერვის გაჭყლეტით ცხავის ძვლით ან ზედა ყბის პარანაზალური წიაღის სიმსივნით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

მუკოცელე (პიოცელე) შუბლის წიაღის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მუკოცელე (პიოცელე) შუბლის წიაღის – პარანაზალური წიაღების ცისტური გაფართოება. გამომტანი ხვრელის დახურვა ხშირად განპირობებულია ტრავმით, იშვიათად სიმსივნით, ცხვირის ძგიდის მაღლა მდებარე გამრუდებით. წიაღში დაგროვილი შიგთავსი იწვევს ძვლოვანი კედლების გათხლებას და გაჭიმვას; იგი ხშირად არის ლორწოვანი, იშვიათად ჩირქოვანი. სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება დასაწყისში მიმდინარეობს უსიმპტომოდ; ზოგჯერ აღინიშნება თავის პროგრესირებადი

Read More

ადენოსინუსოპნევმოპათია

ლალი დათეშიძე

ადენოსინუსოპნევმოპათია – (adenosinusopneumopathia; ადენო – + ანატ. sinus წიაღი + ბერძ. pneumon ფილტვი + pathos ტანჯვა, ავადმყოფობა; სინ.: ადენოპნევმოპათია, ადენოტონზილოსინუსოპნევმოპათია, სინუსოპნევმოპათია) მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ხახის ცხვირისა და პირის ნაწილის, პარანაზალური წიაღების, ბრონქებისა და ფილტვების ლიმფური ქსოვილის გახანგრძლივებული, მორეციდივე ან ქრონიკული ანთებით; გვხვდება ადრეული ასაკის, ალერგიით დაავადებულ ბავშვებში.

Read More

აბსცესი თავის ტვინის რინოგენული

აბსცესი თავის ტვინის რინოგენული – (abscessus cerebri rhinogenus) თავის ტვინის აბსცესი, რომელიც წარმოიქმნება პარანაზალური წიაღების (ხშირად შუბლის) ჩირქოვანი ანთების დროს ინფექციის გავრცელებით, ან ტრავმის დროს.

აბსცესი თავის ტვინის კონტაქტური

აბსცესი თავის ტვინის კონტაქტური – (abscessus cerebri contactus) თავის ტვინის აბსცესი, რომელიც ვითარდება ინფექციის გამომწვევის გავრცელებით ახლოს მდებარე ჩირქოვანი ანთების კერიდან (შუა ყურიდან, პარანაზალური წიაღებიდან, თვალბუდიდან, ქალას ძვლებიდან)