Tag Archives: პარეზი

ოსტრუმ – ფერსტის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტრუმ – ფერსტის სინდრომი – მემკვიდრეობითი ანომალიების კომპლექსი. გადაცემის ტიპი ავტოსომურ – დომინანტური. ნიშნები: კისრის მალების სინოსტოზი, ბეჭების მაღლა მდებარეობა და პლატიბაზია, სახის ნერვის პარეზი მარცხნივ, მარცხენა ხელის ასოციაცირებულ მოძრაობათა არარსებობა, მხარის ორთავა კუნთის მომატებული რეფლექსი იმავე მხარეს და მისი გაქრობა მარჯვნივ. სინონიმი: ფერსტ – ოსტრუმის სინდრომი.

Read More

ვალენბეგ – ზახარჩენკოს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ვალენბეგ – ზახარჩენკოს სინდრომი – მოგრძო ტვინის გარე ნაწილების დაზიანების სინდრომი, რომელიც გამოწვეულია ხერხემლის ან ნათხემის უკანა ქვედა არტერიის დაცობით. ვლინდება სახის კანის მგრძნობელის დაქვეითებით, ხახისა და ხორხის კუნთების დამბლით, გორნერის სინდრომითა და ჰემიატაქსიით – პათოლოგიური კერის მხარეზე და მგრძნობელობის დარღვევით სხეულის საპირისპირო მხარეზე. 2. ვალენბერგ ზახარჩენკოს

Read More