Tag Archives: პარკინსონიზმის

შებოჭილობის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შებოჭილობის სინდრომი – შენელებული მოძრაობის შერწყმა სინერგიზმის დარღვევასთან, რაც განპირობებულია ექსტრაპირამიდული რიგიდობით; აღინიშნება პარკინსონიზმის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შაია – დრეიჯერის სინდრომი

შაია – დრეიჯერის სინდრომი – (G. M. Shy, ამერიკ. ნევროპათოლოგი; G. A. Drager, ამერიკ. ნევროპათოლოგი)  ცენტრალური ნერვული სისტემის უცნობი ეტიოლოგიის დეგენერაციული დაზიანება, რომელიც ვლინდება ორთოსტატიკური არტერიული ჰიპოტენზიით, რომელიც დაავადების სხვადასხვა სტადიებზე შერწყმულია პარკინსონიზმის სიმპტომებთან, ანჰიდროზთან, მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლასთან და სხვა ნევროლოგიურ დარღვევებთან. დაავადება იშვიათად გვხვდება; აღინიშნება ორივე სქესის, 50 – 70 წლის ასაკის პირებში.

Read More

ფარის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფარის დაავადება – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება თავის ტვინის სისხლძარღვებისა და ნივთიერების სიმეტრიული კალციფიკაციით, უწინარეს ყოვლისა ბაზალური განგლიებისა და ნათხემის მიდამოში. გამოყოფენ დაავადების ინფანტილურ – იუვენილურ ფორმას, რომელიც ვლინდება ბავშვებსა და მოზარდებში ოლიგოფრენიით, ეპილეფსიური გულყრებით, ქორეოათეტოზით, და სენილურ ფორმას, რომელიც ვითარდება საშუალო და მოხუცებულობით ასაკში და ხასიათდება

Read More

სტაზობაზოფილია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტაზობაზოფილია – წონასწორობის დაკარგვის შიში. აღინიშნება ფსიქიკურად დაავადებულებში და თავის ტვინის ორგანული დაზიანებების დროს (მაგ. პარკინსონიზმის, პოსტურალური არამდგრადობის, ვესტიბულური დარღვევებისას). ხშირია აგრეთვე  მოხუცებულებში მხედველობის დაქვეითებასთან და მსუბუქ პოლინევრიპათიასთან ერთად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

რეტროპულსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეტროპულსია – (ლათ. retro – უკან pulsus – დარტყმა, ბიძგი) დაუძლეველი აჩქარება, რომელსაც იძენს ავადმყოფი, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს წონასწორობა უკან ბიძგის შემდეგ. გასაკუთრებით ხშირია პარკინსონიზმის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა