Tag Archives: პარკინსონიზმი

ტაუპათიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტაუპათიები – სპორადიული და მემკვიდრეობითი ნეიროდეგენერაციული დაავადებების ჯგუფი, რომელიც ხასიათდება თავის ტვინის უჯრედებში პათოლოგიური ფოსფორილირებული ტეუ – პროტეინის  ჩალაგებით. ვლინდება პროგრესირებადი დამბლით, კორტიკობაზალური დეგენერაცით, პოსტენცეფალური პარკინსონიზმით, პიკის დაავადებით და სხვ. ამ ჯგუფის დაავადებების საერთო კლინიკურ თავისებურებას წარმოადგენს პარკინსონიზმი და დემენციის ურტიერთშერწყმა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო

Read More

კანკალა დამბლა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კანკალა დამბლა – (ნერვ. დაავ.) როგორც დამოუკიდებელი დაავადება (პარკინსონის დაავადება) იშვიათად აღინიშნება, ხშირად გვხვდება თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზის, გადატანილი ენცეფალიტის, ქალა – ტვინის ტრამვის (პარკინსონიზმი) დროს. სიმპტომები. მოსვენებით მდგომარეობაში ხელების და თავის კანკალი, საერთო შებოჭილობა, მოძრაობების შენელება, მოკლე ნაბიჯებით სიარული. სახე ნაკლებად გამომხატველია, ხმა წყნარი, მონოტონური. გაფრთხილება!

Read More

გერსტმან – შტრაუსლერ – შეინკერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გერსტმან – შტრაუსლერ – შეინკერის სინდრომი – თავის ტვინის დაზიანების მემკვიდრეობითი ვარიანტი, რომელიც დაკავშირებულია პათოლოგიური ცილის დაგროვებასთან. ვლინდება საშუალო ასაკში პროგრესირებადი ნათხემოვანი ატაქსიით, რომელსაც თან ერთვის პარკინსონიზმი, ჰიპერკინეზები, პარეზები, სმენის დაქვეითება, მხედველობის ნერვის ატროფია. ლეტალობა დგება 5 – 7 წლის განმავლობაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო

Read More

პარკინსონიზმი

პარკინსონიზმი parkinsonism

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

პარკინსონიზმი ქრონიკული დაავადება, რომელიც განპირობებულია ქერქქვეშა განგლიებში კატექოლამინების მეტაბოლიზმის დარღვევით; ვლინდება აკინეზიით, კუნთების ტრემორითა და რიგიდულობით.

პარკინსონიზმი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. დაავადება ვითარდება მრავალი სხვადასხვა მიზეზის შედეგად, რომლებიც მოქმედებენ ქერქქვეშა განგლიებზე: ენზიმური სტრუქტურების პირველადი უკმარისობა, ინტოქსიკაციები, მათ შორის წამლისმიერი (ნეიროლეპტიკები, რეზერპინი, დოპეგიტი), ენცეფალიტები, ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის სიმსივნეები. ამჟამად განსაკუთრებით ხშირად გვხვდება იდიოპათიკური ფორმა და წამლისმიერი პარკინსონიზმი. აღინიშნება კატექოლამინების შემცველობის შემცირება კუდიან ბირთვში და შავ სუბსტანციაში, რაც იწვევს ექსტრაპირამიდული სისტემის დისფუნქციას.

Read More