Tag Archives: პარკი

პროვიზორული ქსოვილები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროვიზორული ქსოვილები – (textus provisorici) – პროვიზო­რული ორგანოების ქსოვილები (ყვითრის პარკი, ამნიონი, ალანტოისი, ქორიონი). მათ ეკუთვნის: ყვითრის, ამნიონური, ალანტოისური, ქორიული ეპითელიუმი, მეზენქიმა, გლუვი კუნთოვანი ქსოვილი, ლორწოვანი ქსოვილი და სხვ. პროვიზორული ორგანოების ჰისტოგენეზი მიმდინარეობს დაჩქარებულად, შემცირებულად (დროში) და გამარტივებულად (დიფერენცირების მორფოლოგიური ეტაპების ამოვარდნით) ანალოგიური დეფინიტური ორგანოების ქსოვილებთან შედარებით.

Read More

პერიკარდიუმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერიკარდიუმი – (pericardium) გულის შემაერთებელქსოვილოვანი ჩანთა, შედგება ორი ფურცლისაგან: ვისცერული, რომელიც ქმნის ეპითელიუმსა და პარიესული, პერიკარდიუმის ზედაპირი, მიმართული პერიკარდიუმის ღრუსაკენ, დაფარულია მეზოთელიუმით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2. მჭიდრო შემაერთებელქსოვილოვანი ორშრიანი პარკი, რომელშიც მოთავსებულია გული. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More