Tag Archives: პარკუჭის

მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა – (insufficientia ventriculi sinistri: სინ. გულის მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა) გულის უკმარისობა, რომელიც განპირობებულია მარცხენა პარკუჭის ზედმეტი დატვირთვით, რაც იწვევს სისხლის გადასროლის შემცირებას სისხლის მიმოქცევის დიდ წრეში, მარცხენა წინაგულის გაწელვასა და სისხლის შეგუბებას მცირე წრეში; აღინიშნება მაგ., გულის მანკების, მარცხენა პარკუჭის მიოკარდის მძიმე დაზიანებების დროს. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

კაზამ – ბეკის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კაზამ – ბეკის სინდრომი – (ა. ნ. კაზამ – ბეკი, თერაპევტი) სუსტი ავსები პულსი, რომელიც შერწყმულია გულის არეში პულსაციის გაძლიერებასთან მარცხენა პარკუჭის ანევრიზმის დროს; ზოგჯერ აღენიშნებათ გულის მძიმე უკმარისობით დაავადებულ ავადმყოფებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა