Tag Archives: პაროტიტი

ქორიომენინგიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქორიომენინგიტი – თავის ტვინის გარსების ანთება, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი წნულების პროცესში ჩართვით. მისი გამომწვევია ვირუსი. კლინიკურად ვლინდება თავის ინტენსიური ტკივილებით, თავის ტვინის გარსების გაღიზიანების სიმპტომებით, მაღალი ლიმფოციტარული პლეოციტოზით თავზურგტვინის სითხეში. შესაძლოა აღინიშნებოდეს აგრეთვე კანზე გამონაყარი, ალოპეცია, პნევმონია, პაროტიტი, ორქიტი, მიოპერიკარდიტი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია;  მკურნალობა სიმპტომატურია.  პროგნოზი – კეთილსაიმედო.

Read More

უვეოპაროტიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უვეოპაროტიტი – (uveoparotitis; uvea თვალის სისხლძარღვოვანი გარსი +პაროტიტი; ჰეერფორდტის სინდრომი) – სინდრომი, რომელიც ხასიათდება ორმხრივი პაროტიტის შერწყმით ორმხრივ უვეიტთან; ზოგჯერ მიმდინარეობს ნევრული სისტემის (პოლინევრიტი, მენინგოენცეფალიტი), ასევე სასუნთქი გზებისა და ლიმფური კვანძების დაზიანებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა