Tag Archives: პელაგრის

ფრეიბურგის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრეიბურგის სინდრომი – –  კანის ჭუჭყიან – მოყავისფერო შეფერილობის (უპირატესად ღია ადგილებზე) და ჰიპერტრიქოზის შერწყმა ადინამიასთან, ძვლების სპონტანურ მოტეხილობასთან, ფალანგებზე და მაჯის ძვლებზე ოსტეოფიტების წარმოქმნასთან; განპირობებულია თირკმელზედა ჯირკვლების დაზიანებით პელაგრის მწვავე ფაზაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ნიკოტინმჟავა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნიკოტინმჟავა – PP ვიტამინი – 3 – პირიდინკარბონის მჟავა. B ჯგუფის წარმომადგენელი. წყალში ხსნადი ვიტამინია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ნიკოტინის მჟავას უკმარისობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნიკოტინის მჟავას უკმარისობა – (ვიტამინი РР, В3 და სხვ.) განპირობებულია ორგანიზმში ამ ვიტამინის არასაკმარისი შესვლით საკვებთან ერთად, მისი ნაწლავში შეწოვის დარღვევით, ან მასზე გაძლიერებული მოთხოვნით (ორსულობა, მძიმე ფიზიკური მუშაობა და სხვ.). ნიკოტინის მჟავას უკმარისობის მძიმე ხარისხი ვლინდება პელაგრის სიმპტომებით, რომელიც გვხვდება აფრიკისა და აზიის ზოგიერთ ქვეყნებში. გაფრთხილება!

Read More