Tag Archives: პერიოდი

ჭეშმარიტი ეგზემა

ჭეშმარიტი ეგზემა – (კანისა და ვენ. დაავ.) ყველაზე ხშირი ლოკალიზაცია – მტევნების უკანა ზედაპირი და სახე. მწვავე პერიოდი გამოირჩევა ერითემატოზულ ფონზე მიკროვეზიკულების გამონაყრით. მათი გახსნის შემდეგ წარმოიქმნება წერტილოვანი ეროზიები (,,სეროზული ჭები’’), რომლებიც წვეთების სახით გამოყოფენ სეროზულ ექსუდატს. ანთებითი მოვლენების ჩაცხრომის პარალელურად ბუშტუკების რაოდენობა მცირდება, მათი ნაწილი შრება ქერქების წარმოქმნით, ხოლო დაზიანებულ უბნებზე ჩნდება წვრილი ქატოსებური

Read More

ჩრდილოაზიური ტკიპისმიერი რიკეტსიოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩრდილოაზიური ტკიპისმიერი რიკეტსიოზი – (სინ.: ტკიპისმიერი პარტახტიანი ტიფი)   მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება პირველადი აფექტის არსებობით, რეგიონალური ლიმფური კვანძების გადიდებითა და მტკივნეულობით, გავრცელებადი პოლიმორფული გამონაყრით. გამომწვევია Rickettsia sibirica; ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 2  –  დან 7 დღემდე, ხშირად 3  –  6 დღეს. პროდრომულ პერიოდში აღინიშნება სისუსტე, დაღლილობა, გაურკვეველი

Read More

შრატისმიერი ჰეპატიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შრატისმიერი ჰეპატიტი – (სინ.: ჰეპატიტი B, პარენტერული ჰეპატიტი, პოსტტრანსფუზული ჰეპატიტი) ვირუსული ჰეპატიტი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ინფექციის გამომწვევის გადაცემის პარენტერული გზა, ორგანიზმში ავსტრალიური ანტიგენის არსებობა. სიმპტომები, მიმდინარეობა ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 30 – 180 დღე. შრატისმიერი ჰეპატიტის დროს უფრო ხშირად, ვიდრე ინფექციური ჰეპატიტისას, აღინიშნება დაავადების თანდათანობითი განვითარება, მძიმე და ხანგრძლივი

Read More

შაგასის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შაგასის დაავადება – (C. Chages, ბრაზ. ექიმი; სინ.: ამერიკული ტრიპანოსომოზი)პროტოზოოზი, რომელიც ხასიათდება ცხელებით, ლიმფური კვანძების გადიდებით, კანზე ან კონიუნქტივაში პირველადი აფექტის გაჩენით, ზოგჯერ გულისა და ცენტრალური ნერვული სისტემის  მძიმე დაზიანებით. დაავადების გამომწვევია Trypanosoma cruzi Chages; ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 5 – 14 დღეს. დაავადება იწყება შემცივნებით, თავის ტკივილით,

Read More

ქუნთრუშისებრი წითელა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქუნთრუშისებრი წითელა – (rubeola scarlatinosa; სინ.: მეოთხე დაავადება, ფილატოვ – დიუკსის დაავადება) მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება  კანზე წვრილწერტილოვანი ქუნთრუშისებრი გამონაყრის გაჩენით. დაავადების ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 1 – 3 კვირამდე. ხასიათდება უმნიშვნელო ცხელებით. ძირითადი სიმპტომია წვრილწერტილოვანი ქუნთრუშისებრი გამონაყარი, რომელიც ნარჩუნდება 2 – 3 დღის განმავლობაში და არ

Read More