Tag Archives: პერიოდულად

პერიოდული ძილის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერიოდული ძილის სინდრომი – (სინ. ლეთარგიული სინდრომი) პერიოდულად განვითარებული ძილის შეტევები, რომელიც გრძელდება რამდენიმე საათიდან, რამდენიმე დღემდე ან კვირამდე, რომელის შეწყვეტაც ვერ ხერხდება გარე ზემოქმედებით; თან ახლავს კუნთოვანი ჰიპოტონია, მყესთა არეფლექსია, არტერიული ჰიპოტენზია, მენჯის ორგანოების ფუნქციაზე კონტროლის არარსებობა; აღინიშნება შუამდებარე ტვინის დაზიანების დროს, განსაკუთრებით ჰიპოთალამუსის. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

პერიოდული ფსიქოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერიოდული ფსიქოზები – (ბერძ. Periodikos რეგულარულად მონაცვლეობითი, პერიოდული) ფსიქიკური დაავადებების ნოზოლოგიურად განსხვავებული ჯგუფი, რომელთა საერთო ნიშანია ფსიქიკური შეტევების პერიოდულად წარმოქმნისაკენ მიდრეკილება, აფექტური დარღვევებისა და ფსიქომოტორული აგზნების სიჭარბით, პროგრედიენტული მიმდინარეობისადმი ტენდენციის არარსებობით და პიროვნების გამოხატული დეფექტის განვითარებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები

Read More