Tag Archives: პირობებს

უხიფათო ელექტრონული გარიგება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უხიფათო ელექტრონული გარიგება – (ინტ.) secure electronic transaction, SET – სტანდარტი, რომელიც ადგენს საკრედიტო ბარათების საშუალებით, ინტერნეტში დაცული გარიგებების (ტრანზაქციების) შესრულების წესებს. ციფრული ხელმოწერის შემოწმების გზით, გამყიდველს შეუძლია დაადგინოს, არის თუ არა მყიდველი ის პიროვნება, რომელადაც იგი თავს ასაღებს. ამავე დროს, საკრედიტო ბარათის ნომერი მისთვის უცნობი რჩება.

Read More

უსაფრთხოება, ბირთვული და რადიაციული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უსაფრთხოება, ბირთვული და რადიაციული – ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს ბირთვული და რადიაციული ობიექტების მუშაობისა და ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხო პირობებს, გამორიცხავს გარემოს რადიაციულ დაბინძურებას; (საქართველოს კანონი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ). გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა