Tag Archives: პიროვნება

უხიფათო ელექტრონული გარიგება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უხიფათო ელექტრონული გარიგება – (ინტ.) secure electronic transaction, SET – სტანდარტი, რომელიც ადგენს საკრედიტო ბარათების საშუალებით, ინტერნეტში დაცული გარიგებების (ტრანზაქციების) შესრულების წესებს. ციფრული ხელმოწერის შემოწმების გზით, გამყიდველს შეუძლია დაადგინოს, არის თუ არა მყიდველი ის პიროვნება, რომელადაც იგი თავს ასაღებს. ამავე დროს, საკრედიტო ბარათის ნომერი მისთვის უცნობი რჩება.

Read More

პიროვნული კითხვარები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პიროვნული კითხვარები – (ფსიქოლოგია) მეთოდური საშუალებების ერთობლიობა პიროვნების ცალკეული თვისებებისა და გამოვლინებების შესასწავლად და შესაფასებლად. თითოეული მათგანი წარმოადგენს სტანდარტულ ანკეტას, რომელიც შედგება წინადადებათა კრებულისაგან, რომლებსაც ინფორმანტი შესაძლოა დაეთანხმოს, ან არ დაეთანხმოს. ანკეტაში კითხვარები შესაძლოა ფორმულირებული იყოს, რომ მასზე პასუხის გაცემისას ინფორმანტმა ექსპერიმენტატორს გააცნოს თავის განწყობილება, სხვადასხვა სიტუაციებში

Read More