Tag Archives: პიროვნების

ციკლოიდია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციკლოიდია – (ბერძ. kykloeides – წრისებური) – პიროვნების ანომალია, რომელიც აღწევს ფსიქოპათიის ხარისხს, ამაღლებული და დათრგუნული განწყობილებისა და აქტივობის მონაცვლეობით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შუბი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შუბი – (გერმ. Schub – ბიძგი) ფსიქიატრიაში – შიზოფრენიის შეტევა, რის შემდეგაც აღინიშნება პიროვნების ცვლილება ან ნარჩენი ფსიქოპათური დარღვევები. ყოველი მომდევნო შუბის შემდგომ ფსიქიკური დეფექტი ღრმავდება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შიზოიდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შიზოიდი – მდგომარეობა ან ქცევა, რომელიც მოგვაგონებს შიზოფრენიას. ჩვეულებრივ ტერმინი გამოიყენება ფსიქოპათიის ერთ – ერთი სახესხვაობის – პიროვნების შიზოიდური ფსიქოპათიის განსასაზღვრავად, რომლისთვისაც დამახასიათებელია ემოციური სიცივე, ამბივალენტობა, ჩაკეტილობა, გარემოდან განცალკევება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შთაგონებადობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შთაგონებადობა – პიროვნების თვისება, რომელიც ვლინდება სხვა პირის, ან პირთა ჯგუფის ფსიქიკური ზემოქმედების მომატებულ მიმღებლობაში; შთაგონებას დიდი მნიშვნელობა აქვს სამკურნალო ნივთიერებების სამკურნალო ეფექტის ფორმირებაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქმედუუნარობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქმედუუნარობა – იურიდიული ცნება: პიროვნების უუნარობა დამოუკიდებლად განახორციელოს საკუთარი სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, ფსიქიკის ღრმა დარღვევების გამო, რაც  განპირობებულია ფსიქიკური დაავადებებით ან ჭკუასუსტობით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა