Tag Archives: პირღებინება

გირჩების ნაყენი – ნაცადი სამკურნალო საშუალება

ფიჭვის გირჩების ნაყენი -ს  ანუ ფიჭვის გირჩებით მომზადებული ნაყენის სამკურნალო თვისებები ფიჭვის გირჩებმა სამკურნალო ღირებულება მოიპოვეს სასარგებლო კომპონენტების დიდი რაოდენობით შემცველობის ხარჯზე. ისინი გამოიყენება სხვადასხვა ელექსირების დასამზადებლად – ნაყენების, ნახარშების, მალამოების. ნაყოფების ექსტრაქტები შედიან ჰომეოპათიური პრეპარატების, ზეთების შემადგენლობაში. ასევე გამოიყენება არომათერაპიაში, კოსმეტოლოგიაში, სამასაჟო პრაქტიკაში. სასარგებლო მოქმედება მიიღწევა იმ კომპონენტების წყალობით, რომლებსაც შეიცავენ წიწვოვანი ხის ნაყოფები.

Read More

წყლულოვანი დაავადება

წყლულოვანი დაავადება – კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავისა, კრიუველიეს დაავადება, ადამიანის ქრონიკული ციკლურად მიმდინარე დაავადება, რომელსაც ახასიათებს წყლულების გაჩენა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსზე. 1829 ცალკე ნოზოლოგიურ ერთეულად გამოყო ფრანგმა ექიმმა ჟ. კრიუველიემ. დაავადების განვითარების საყოველთაოდ აღიარებული თეორია არ არსებობ. მისი გახშირების ტენდენციას უკავშირებენ ურბანიზაციის პროცესს, ნერვულ – ფსიქიკურ დაძაბვას, უარყოფით ემოციებს, სტრესს, ქრონ. ინტოქსიკაციას

Read More

ტენიიდოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტენიიდოზი – ადამიანისა და ცხოველის ჰელმინთოზი, რომელიც აერთიანებს ორ დაავადებას  –  ტენიოზს და ტენიარინქოზს. ტენიოზის გამომწვევია ღორის ლენტურა (Taenia solium), რომლის სიგრძე 2 მ აღწევს, შედგება თავის, კისრისა და პროგლოტიდებისაგან. ლენტურას მატლები  –  ცისტიცერკები (ფინები) პარაზიტობენ ღორის კუნთებსა და სხვა ქსოვილებში. ადამიანი ავადდება ღორის ფინებიანი, თერმულად ცუდად

Read More

რეშად – შილინგის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეშად – შილინგის დაავადება – მწვავე რეტიკულოენდოთელიოზი. ხასიათდება მწვავე დასაწყისით, სიცხიანობით, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაწყლულებით, ჰემორაგიული დიათეზით; შესაძლოა პირღებინება, დიარეა. სისხლში ანემია, ლეიკოციტოზი, მონოციტოზი (90% – მდე ჰისტომონოციტების, მონოციტოიდების, მონობლასტების სიჭარბით), თრომბოციტოპენია. ღვიძლის, ელენთის, ძვლის ტვინის და ლიმფური კვანძების ბიოფსიით დგინდება რეტიკულოენდოთელიური პროლიფერაცია, მიელოიდური მეტაპლაზიის კერები.

Read More

პირღებინება

პირღებინება – რთული რეფლექსური აქტი, რომლის შედეგად ხდება კუჭის შიგთავსის პირიდან გადმონთხევა. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი