Tag Archives: პლაზმაში

დაბინ – შპრინცის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დაბინ – შპრინცის სინდრომი – მიეკუთვნება მემკვიდრეობით პიგმენტურ ჰეპატიტებს. ამ დროს აღინიშნება ღვიძლის დისტროფიული ხასიათის დაზიანება გენეტიკურად დეტერმინირებული ენზიმოპათიით. ძირითადი ნიშანია ქრონიკული ან ინტერმიტირებული სიყვითლე, გამოწვეული შეკავშირებული ბილირუბინის უპირატესი მომატებით სისხლის პლაზმაში ან პიგმენტის ორივე ფრაქციის თანაბარი მომატებით. სინონიმები: დაბინ – ჯონსონის სინდრომი, შპრინც – ნელსონის სინდრომი.

Read More

გრინფილდის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გრინფილდის დაავადება – (J. G. Greenfield, ინგლ. ნევროპათოლოგი) ნერვული სისტემის მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც წარმოადგენს მეტაქრომატული ლეიკოდისტროფიის სახესხვაობას. ვლინდება ადრეული ბავშვობის ასაკში კრუნჩხვებით, ჰიპერკინეზებით, პროგრესირებადი დაბლით და დემენციით; ცერებრულ-სპინურ  სითხეში და სისხლის პლაზმაში მომატებულია სულფატიდების რაოდენობა, მკვეთრად მომატებულია სულფატიდების ექსკრეცია შარდთან. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More